ბერიკაშვილი ნოდარ ალექსის ძე

ბერიკაშვილი ნოდარ ალექსის ძე (25. I. 1929, თბილისი), მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1989).

დაამთავრა თსუ (1952). სსრკ (ამჟამად რუს.) მეცნ. აკად. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი (1955 – 59), საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1959 – 86), ამავე ინ-ტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1986 – 89). 1989-იდან გეომ. და ტოპოლოგიის განყ-ბის გამგე. ბ-ის ძირითადი შრომები ეხება ტოპოლოგიურ სივრცეთა და ვიბრაციათა ჰომოლოგიისა და ჰომოტოპიის საკითხებს, იკვლევდა აგრეთვე სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემების ინდექსის საკითხს.

თხზ.: Дифференциалы спектральной последовательности, Тб., 1976 (Труды Тбил. Математического ин-та им. А. М. Размадзе, т. 51).

თ. ებანოიძე