ბერიშვილი ზაქარია (შაქრო) ივანეს ძე

ბერიშვილი ზაქარია (შაქრო) ივანეს ძე (28. I. 1887, თბილისი, ‒ 9. V. 1965, იქვე), რეჟისორი და მსახიობი, ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961).

სწავლობდა თბილისში, საქალაქო სასწავლებელში. 1905 – 21 მოღვაწეობდა ქართ. და რუს. თეატრების სცენაზე როგორც მსახიობი და რეჟისორი. ბ-ის კინოდებიუტი, როგორც მსახიობისა, შედგა 1913 მხატვრულ ფილმში „კავკასიის დაპყრობა“. 1921-იდან მონაწილეობდა საქართვ. განათლების სახ. კომისარიატის კინოსექტორის ჩამოყალიბებაში.

თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის ქართ. კინემატოგრაფიის განვითარების საქმეში. გადაიღო მხატვრული ფილმები: „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1927, კ. მარჯანიშვილთან ერთად), „იბრაჰიმ და გოდერძი“ (1927), „ღრუბელთა თავშესაფარი“ (1928), „საკანი № 79“ (1930), „ტანია ფრონტზე“ (1931), „მდინარის გაღმა“ (1935), „ცანის ხეობის საუნჯენი“ (1941) და სხვ.

მონაწილეობდა ფილმებში: ბანდიტი („წითელი ეშმაკუნები“, რეჟ. ი. პერესტიანი. 1923), გლახა, ნუნუს მამა („მამის მკვლელი“, რეჟ. ა. ბეკ-ნაზაროვი, 1923), მოურავი („არსენა ყაჩაღი“, რეჟ. ვ. ბარსკი, 1923), მეირა - მაკლერი („სამი სიცოცხლე“, რეჟ. ი პერესტიანი, 1924), ნინია („ორი მეგობარი“, რეჟ. ი. პერესტიანი, 1936) და სხვ.

ა. გვენცაძე