ბერიძე ვლადიმერ გიორგის ძე

ბერიძე ვლადიმერ გიორგის ძე [20. III (2. IV). 1913, თბილისი, - 9. VIII. 1980, იქვე], არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქეიტექტორი (1967).

დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1938). II მსოფლიო ომის მონაწილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა „საქკომუნპროექტში“ (1959-იდან „საქქალაქმშენსახპროექტი“) არქიტექტორად, არქიტექტურული ჯგუფის, სახელოსნოს ხელმძღვანელად, მმართველის მოადგილედ, საპროექტო ინ-ტის დირექტორად (1952 – 54); 1964-იდან ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში არქიტ.-საპროექტო სახელოსნოს ხელმძღვანელად, მთავარ სპეციალისტად.

ავტორია სკოლების, საბავშვო ბაღებისა და ბაგების, ტურბაზების, სასტუმროების მრავალგზის განხორციელებული ტიპური პროექტებისა. ძირითადი ნამუშევრები: თბილისში ‒ შრომის დაცვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის შენობა (1960), სამგზავრო აეროვაგზალი (1968; ორივე შ. თოდრიასთან ერთად), საქართვ. არქიტ. და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს „აგროტექმშენის“ შენობა (1971; დ. ჩოფიკაშვილთან ერთად) და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ს. კინწურაშვილი