ბერიძე თეიმურაზ არჩილის ძე

ბერიძე თეიმურაზ არჩილის ძე (დ. 16. XI. 1956, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1995).

დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1978). იყო საქართვ.მეცნ. ეროვნ. აკად. ეკონ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1983–85), წამყვანი მეცნ. თანამშრომელი (1986–88), განყ-ბის გამგე (1993–95), დირექტორის მოადგილე (1996); მერილენდის (აშშ) უნ-ტის მიწვეული პროფესორი ფულბრაიტის პროგრამით (1995–96), საქართვ. სტატისტიკის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რე (1996–2005), აზიისა და წყნარი ოკეანის გაეროს სტატისტიკის ინ-ტის (ტოკიო) მიწვეული პროფესორი (2005, 2006), შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2005–13), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის დეკანი (2013–18), 2014-იდან მუშაობს თსუ-ში პროფესორის თანამდებობაზე.

ბ-ის კვლევის ძირითადი სფეროა ეკონ. თეორიის, მაკროეკონომიკის, ტრანსფორმაციული ეკონ. პრობლემები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. მედლით (1997).

თხზ.: Очерки политической экономии посткоммунистического капитализма (Опыт Грузии), М., 2005 (თანაავტ. ვლ. პაპავა); The Republic of Georgia: Problems of Transition to a Market Economy, University of Maryland, U.S.A., 1996; Qualititative and Quantitative Aspects of Transitional Economy. International Association Economic Society (IAES), Washington D.C., U.S.A., 2016.