გრიგორაშვილი გრიგოლ მაქსიმეს ძე

გ. გრიგორაშვილი
გ. გ რ ი გ ო რ ა შ ვ ი ლ ი მეფე ბორისი, მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"

გრიგორაშვილი გრიგოლ მაქსიმეს ძე (18. VII. 1905, ქუთაისი, – 12. VI. 1962, თბილისი), მომღერალი (ბანი). საქართვ. სახ. არტისტი (1958). 1928 დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტი, 1928–33 სწავლობდა თბილ. კონსერვატორიაში (პროფ. ვ. ქაშაკაშვილის კლასი). 1934-იდან თბილ. საოპერო სტუდიის, ხოლო 1936-იდან სიცოცხლის ბოლომდე თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის სოლისტი იყო. გ-ს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, ძლიერი, ყველა რეგისტრში თავისუფლად მჟღერი ხმა, გამოირჩეოდა მაღალი სცენური ოსტატობით. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი პარტია, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი"), ენგიჩარი, აბიო, ცანგალა (ზ. ფალიაშვილის „ლატავრა", „აბესალომ და ეთერი", „დაისი"); მახრების მეფე (ა. ბუკიას „დაუპატიჟებელი სტუმრები"), როსტევანი (შ. მშველიძის „„ამბავი ტარიელისა"), მეწისქვილე (ა. დარგომიჟსკის „ალი"), კოჩუბეი (პ. ჩაიკოვსკის „მაზეპა"), მეფე ბორისი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"), მეფისტოფელი (შ. გუნოს „ფაუსტი"), დონ ბაზილიო (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი") და სხვ. გადაღებულია კინოფილმ „ჯურღაის ფარში" (1944; სსრკ სახელმწ. პრემია, 1950). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.