ბერიძე რევაზ ვახტანგის ძე

ბერიძე რევაზ ვახტანგის ძე (დ. 25. VII. 1943, თბილისი), არქიტექტორი, მხატვარი.

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1966). ძირითადი განხორციელებული ნამუშევრები: საბაგირო გზის ქვედა და ზედა სადგურების შენობები ქ. სოჭში (1977; გ. ნადირაძესთან, გ. ხეჩინაშვილთან ერთად), სხვადასხვა სამუზეუმო და სამხატვრო გამოფენის ექსპოზიციები (1970 – 80-იანი წწ.; გ. აბაკელიასთან ერთად) და სხვ.

ავტორია ნატურიდან შესრულებული დოკუმენტური არქიტექტ. ჩანახატების დასტამბული 3 ალბომისა „ძველი თბილისი“ (1972, XIX ს. თბილისური საცხოვრებელი სახლები, ქუჩები და მოედნები, რ-თა ნაწილი აღარ არსებობს); „ძველი ქართული ქალაქები“ (1977, თბილისის, ქუთაისის, თელავის, სიღნაღის, დუშეთის ძვ. უბნები); „ქართული ტაძრების ინტერიერები“ (1983, შუა საუკ. უმნიშვნელოვანესი საკულტო ძეგლები); აგრეთვე გრაფიკული და ფერწერული ნატურმორტებისა და პეიზაჟების ალბომებისა.

ს. კინწურაშვილი