გაბაშვილი (გაბაევი) იასონ ეგორის ძე (1818, თბილისი, – 1886-ის შემდეგ, იქვე რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1867). მსახურობდა ქართველ გრენადერთა პოლკში, შემდეგ მეთაურობდა 150-ე ტამანის ქვეით პოლკს. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–56) და რუს.-ოსმ. (1877–78) ომებში. იბრძოდა მთიელთა წინააღმდეგ დაღესტანში. აულ ღუნიბის აღებისას (1853) გამორჩეული მამაცობისათვის მიენიჭა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი. დაჯილდოებული იყო აგრეთცე წმ. სტანისლავის ხარისხის ორდენით.