გაბაშვილი ირინე ალბერტის ასული

გაბაშვილი ირინე ალბერტის ასული (15. VIII. 1960, თბილისი, _ 24. III. 2009, პორტლენდი, ორეგონის შტატი, აშშ), სპორტსმენი (მხატვრული ტანვარჯიში). მსოფლიოს ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979). სსრკ ჩემპიონი ბურთითა და ლენტით ვარჯიშში (1979) და სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში, მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979). საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი. წვრთნიდა მალაიზიის ნაკრებს მხატვრულ ტანვარჯიშში, რომელმაც გაიმარჯვა თანამეგობრობის თამაშებში (1998). 2000 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მწვრთნელად ქ. პორტლენდის (ორეგონის შტატი, აშშ) უესტსაიდის ტანვარჯიშის აკადემიაში.