გაბაშვილი ოსე, XVIII–XIX სს. ქართველი კალიგრაფი, ზ. გაბაშვილის ვაჟი. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთში გაატარა. 1822 გადაწერა საეკლ. კრებული (საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწ. ინ-ტი, A–301). იყო მხედრული წერის საუკეთესო ოსტატი. ნამუშევრები: ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი (საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტი, Q–233), სადღესასწაულოები 1792, 1793, 1794 წლებისა (იქვე, Q–624, 638, 639) და სხვ.