გაბაშვილი ციალა რევაზის ასული (6. XI. 1908, პეტერბურგი, – 18. I. 1994, თბილისი), არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1969). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1930). მუშაობდა მშენებლობებზე (1928–32), საპროექტო ინ-ტში „საქკომუნპროექტი“ (1932–41). 1936–40 მონაწილეობდა ბოლნისის, დმანისის, გუდარეხისა და სხვა არქეოლ. ექსპედიციებში. 1941–48 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი. აზომილი და შესწავლილი აქვს ქართ. ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი (ბოლნისის სიონი, დმანისის, გუდარეხის, სამშვილდის კომპლექსები, ასპინძის რ-ნის ძეგლები, ვარძიის კომპლექსი და სხვ.). ავტორია სამეცნ. შრომების, წიგნებისა ძვ. ქართული არქიტექტურის შესახებ. არჩეულია ქ. დმანისის საპატიო მოქალაქედ (1984). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: პორტალები ქართულ არქიტექტურაში, თბ., 1955; ვარძია, თბ., 1959; ზედა ვარძია, თბ., 1985.
ს. კინწურაშვილი