გაბელია სერგო მიხეილის ძე (დ. 23. I. 1939, სოფ. გუფი, ოჩამჩირის რ-ნი, – 20. VI. 1997, სოხუმი), ფერმწერი. საქართვ. (1971) და აფხ. (1980) დამს. მხატვარი. საქართვ. მხატვართა კავშირის აფხ. განყ-ბის თავ-რე (1975). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1966, უ. ჯაფარიძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1966-იდან. ძირითადი ნამუშევრები: „ფრონტზე გაცილება“ (1975, სოხუმის სურათების გალერეა), „ინდუსტრიული პეიზაჟი“ (ქ. კატოვიცეს მუზეუმი, პოლონეთი) „ძველი ვარშავა“ (1976, მხატვრის სახელოსნო, სოხუმი), „მეთევზეთა დაბა“ (1979, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი) და სხვ.