გაბიჩვაძე ვარლამ დავითის ძე

გაბიჩვაძე ვარლამ დავითის ძე (1850, სოფ. ჩორჯო, რაჭის მაზრა, – 9. VIII. 1908, იქვე), რევოლუციონერ-ხალხოსანი. 1871–73 სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში. 1875 ქუთ. სას. სასწავლებელში დანიშნეს მასწავლებლად. 1876 მის ბინაზე ორჯერ ჩატარდა დას. საქართველოს ხალხოსანთა კრება. 1876 წ. 6 ოქტ. დააპატიმრეს, მიუსაჯეს 1 წლით ციხე და შემდგომში პოლიციის მკაცრ მეთვალყურეობაში დატოვება. 1888 იმპ. ალექსანდრე III-ის ქუთაისში ჩასვლასთან დაკავშირებით გაასახლეს რაჭაში. მონაწილეობდა ქუთ. ხალხოსანთა დრამ. წრეში. შეადგინა „ქართული წერის დედანი“, რ-საც მაღალი შეფასება მისცეს ი. გოგებაშვილმა და ა. მირიანაშვილმა, 1885 კ. მესხმა მიიწვია თეატრის დასში. მუშაობდა შავი ქვის მრეწველთა საბჭოში.

ლიტ.: გაბიჩვაძე ა., ვარლამ გაბიჩვაძე, კრ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწენი და სახალხო მასწავლებლები, [ტ.] 2, თბ., 1955; გიორგაძე გ., თვითმპყრობელობა და რევოლუცია. საბუთები რევოლუციური მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში. 1870–1902, წგ. 1, თბ., 1929; შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960.

ზ. შველიძე