გაბიძაშვილი ბიკენტი სპირიდონის ძე

გაბიძაშვილი ბიკენტი სპირიდონის ძე (10. III. 1935, სოფ. ორხევი, ცაგერის მუნიციპალიტეტი, – 9. VII. 2013, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1986). 1959 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1959–61 ქუთ. საავტ. ქ-ნაში მუშაობდა უფრ. ეკონომისტად, 1961–68 თსუ-ში ეწეოდა პედ. საქმიანობას. 1968–70 იყო საქართვ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახ. მეურნ. ეკონ. მართვისა და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სახ. მეურნ. ოპტიმალური მართვისა და დაგეგმვის სექტორის გამგე, 1970–74 – თსუ-ის საინჟ. ეკონ. ფაკ-ტის დეკანი. 1974–2006 თსუ-ის სტატისტიკის კათედრის გამგე.

გ-ის შრომები ეხება მრეწვ. ეკონ. სტატისტ. მოდელირებისა და პროგნოზირების პრობლემებს.

თხზ.: სტატისტიკის ზოგადი თეორია, თბ., 1994; საბაჟო სტატისტიკის აქტუალური საკითხები საქართველოში, ქუთაისი, 2002; მათემატიკური სტატისტიკა ეკონომიკაში, თბ., 2004; Экономико-статистические методы прогнозирования производства и потребления чая в СССР, Тб., 1981.

ჯ. კახნიაშვილი