გაბიძაშვილი ოთარ დომენტის ძე

გაბიძაშვილი ოთარ დომენტის ძე (4. X. 1929, სოფ. დერჩი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 10. VI. 2003), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. კანდიდატი (1956), პროფესორი (1986). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1952), საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის უფროსი მეცნ. თანამშრომელი (1956–60), თსუ-ის ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე (1969–79), ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტის დეკანი (1979–94), რელიგიათმცოდნეობისა და ეთიკის კათედრის გამგე (1994-იდან).

გ-ის კვლევის ძირთადი სფეროებია: რელიგიის ისტორია, რელიგიის სოციოლოგია, ათეიზმის თეორია და ისტორია. მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში გერმანიაში (1990, ქ. გისენი), სლოვაკიაში (1989, ქ. ბრნო), თბილისში (1990).

თხზ.: ტრადიციების არსი და სოციალური ფუნქცია, თბ., 1977; რელიგიის სოციოლოგია, თბ., 1984; რელიგია როგორც სოციალური მოვლენა, თბ., 1986; Neues Denken und das Problem der Menschenwürde, კრ.: Menschen-würde und neues Denken, Gießen, 1990.