გაბლია ვარლამ ალექსის ძე

გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902, სოფ. ტამიში, ახლანდ. ოჩამჩირის რ-ნი, – 1985), საბჭოთა კავშირის გმირი (15. V. 1946). მუშაობდა აფხაზეთში სამეურნეო დარგში. II მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა კავკასიისათვის ბრძოლებში, იბრძოდა ყუბანის, ყირიმის, უკრ., ბელორ., რუმინ., ბულგ., იუგოსლ. და უნგრ. განთავისუფლებისათვის. საბჭ. კავშირის გმირის წოდება მიენიჭა მდ. დუნაის მარჯვ. ნაპირზე გამართულ ბრძოლებში (1945 წ. 19–24 მარტი) გამოჩენილი მამაცობისათვის. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და სხვა სახელმწ. ჯილდოებით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი