გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე

გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (27. VII. 1917, სოფ. ძუყნური, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 19. IV. 1944, სოფ. კამიშლი, სევასტოპოლის მახლობლად), საბჭოთა კავშირის გმირი (24. III. 1945). უფროსი ლეიტენანტი. სწავლობდა ქუთაისის პედ. ინ-ტის დაუსწრებელი განყ-ბის ისტ. ფაკ-ტზე. 1939 წითელ არმიაში გაიწვიეს. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა უკრაინაში კავკასიონთან, ყუბანში. სევასტოპოლის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. დაკრძალულია სოფ. ვერხნე-სადოვოეში (უკრაინა).

ტ. ჩინჩილაკაშვილი