გაბრიელ მაიორი (გ. IX. 1795), ქართველი დრამატურგი, მსახიობი, თეატრალური მოღვაწე. მისი გვარი უცნობია. რუსეთში ახლდა ერეკლე II-ის ელჩს ანდრონიკაშვილს. იქ შეისწავლა საარტ. საქმე და სამშობლოში მაიორის სამხ. წოდებით დაბრუნდა. მსახურობდა ერეკლე II-ის ჯარში. თბილისში დგამდა წარმოდგენებს, წერდა პიესებს, მსახიობობდა. მისი მონაწილეობით წარმოდგენები გამართულა თელავშიც. დაიღუპა კრწანისის ბრძოლაში, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958; რუხაძე ტ., ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია, თბ., 1949; ჭიჭინაძე ზ., მოკლე ისტორია ქართულის თეატრისა (1791–1906), თფ., 1906; Амаглобели С. , Грузинский театр, М., 1930; Джанелидзе Д., Грузинский театр с древнейших времен до второй половины XIX в., Тб., 1959.
დ. ჯანელიძე