გაბრიელ ოჩოპენტრეს ძე, X ს. II ნახევრის ქართველი სამხედრო მოღვაწე, დავით III დიდის (კურაპალატის) სარდალი. მეთაურობდა 998 ტაოს ასაოხრებლად წამოსულ ადარბადაგანის ამირა მამლანისა და სხვა ამირების შეერთებული ლაშქრის წინააღმდეგ გაგზავნილ ტაოელთა მხედრობას. მოხსენიებული ჰყავს XI ს. სომეხ ისტორიკოს ასოღიკს.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
ა. ბოგვერაძე