ბერძნული ბაზი

ბერძნული ბაზი (Bombus vorticosus), ბუდის მშენებელი საზოგადოებრივი მწერი ფუტკრისებრთა ოჯახისა.

ევრაზიის ალპ. სარტყლის რელიქტია. გავრცელებულია ბალკ. ნ.-კ-ზე, მცირე აზიაში, ჩრდ. ირანში. გვხვდება დაღესტანში, ამიერკავკასიაში, თურქმ. სამხრ. ნაწილში (ცენტრ. ქოფეთდაღი). საქართველოში გავრცელებულია სამხრეთ მთიანეთში (ბაკურიანის მიდამოები). გვხვდება გაველიანებულ მთის მდელოზე. იშვიათი, ლოკალურად გავრცელებული სახეობაა.

შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.

ი. სხირტლაძე