გაბრიჩიძე შალვა კონსტანტინეს ძე [15 (27). V. 1898, ქუთაისი, – 1937], ინჟინერი. 1929 დაამთავრა ლენინგრ. მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი. 1929–33 მუშაობდა საქართვ. სახ. მეურნ. უმაღლეს საბჭოში (მდივნად), საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში (დირექტორად), სსრკ მძიმე მრეწვ. სახ. კომისარიატში (რწმუნებულის მოადგილედ საქართველოში) და სხვ. 1933 დანიშნეს ზაჰესის მეორე რიგის მშენებლობის უფროსად, მშენებლობის დამთავრების შემდეგ – „ამიერკავკასიის ენერგოს“ მმართველად, ხოლო 1935 – ტყვარჩელის სახელმწ. რ-ნული ელექტროსადგურის მშენებლობის უფროსად. მშენებლობის დასრულების შემდეგ იყო საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.