გაბუნია ბელა ანდრიას ასული (23. II. 1935, ფოთი, – 2003, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1990). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1960). 1962-იდან მუშაობდა საპროექტო ინ-ტში – „საქალაქმშენსახპროექტში“ ქალაქთგეგმარების სახელოსნოში, 1979-იდან იქვე ტერიტორიული დაგეგმარების სახელოსნოს ხელმძღვანელად. მისი ავტორობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულია პროექტები: თელავის (1983), თბილისის (1985) რაიონული დაგეგმარების, შავი ზღვის სანაპიროს კურორტების გეგმარებითი რაიონებისა (1987; ბ. პოპიაშვილთან ერთად); თბილის–რუსთავის ზონის გეგმარებითი ორგანიზაციისა (1986; ვ. ფრანგიშვილთან ერთად); საქართველოს ბუნების დაცვის (1984), ტურიზმისა (1989) და კურორტების (1990) განვითარების სქემები; გენ. გეგმები – ქ. გურჯაანისა (1968; გ. თოთიბაძესთან ერთად), ცაგერისა (1979), ფოთისა (1980, რ. ხატიაშვილთან ერთად), ბათუმისა (1986, ვ. გოგიჩაიშვილთან, ა. სიჭინავასთან, კ. ფოცხიშვილთან ერთად) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდო.
ს. კინწურაშვილი