გაბუნია გიორგი ალექსანდრეს ძე (1909, ზუგდიდი, – 10. V. 1957, თბილისი), რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1943). სწავლობდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე, შემდეგ – თბილ. რუსთაველის სახ. თეატრის დრამ. სტუდიაში. მსახიობად მუშაობდა თბილ. რუსთაველის სახ., ჭიათურის, ქუთ. და სხვა თეატრებში. შესრულებული აქვს როლები: ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), როდრიგო (უ. შექსპირის „ოტელო“), ბენ-აკიბა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე“) და სხვ. გ. დირექტორად და რეჟისორად მუშაობდა სოხ., ფოთის, თელავისა და ზუგდიდის თეატრებში. დადგმული აქვს: შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“, კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, ა. მოვზონის „კონსტანტინე ზასლონოვი“, ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, ი. მოსაშვილის „სადგურის უფროსი“ და „ჩაძირული ქვები“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, ა. ოსტროვსკის „უმზითვო“, ბ. ლავრენიოვის „რღვევა“ და სხვ. დაწერილი აქვს პიესები: „მზის ამოსვლის წინ“, „საგანგებო კომისარი“ და სხვ.
ა. გვენცაძე