გაბუნია ევტიხი ბაგრატის ძე [6 (19). IV. 1903, ქუთაისი, – 14. III. 1973, თბილისი], ინჟინერ-გეოლოგი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). 1934 დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტი. 1932–52 მუშაობდა საქართვ. გეოლ. სამმართველოში გეოლ. პარტიების უფროსად, შემდეგ – სამმართველოს აპარატში. 1954–57 იყო პოლიმეტალების სექტორის უფროსი, 1957–63 – საწარმოო-გეოლ. განყ-ბის უფროსი, 1963-იდან – პირველაღმომჩენთა სარევიზიო პარტიის უფროსი. გ-ს საწარმოო გეოლ. გამოკვლევები ეხება საქართვ. არამადნეულ (ბარიტი, ცეცხლგამძლე თიხები, კაოლინი, ცემენტის ნედლეული და სხვ.) და მადნეულ (იშვიათი ლითონები, სპილენძი და სხვ.) საბადოთა გეოლ., აგრეთვე საინჟინრო-გეოლ. საკითხებს. საქართვ. ბარიტის საბადოთა შესწავლისათვის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სტალინური პრემია (1951). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ვ. ჯავრიშვილი