გაბუნია კონსტანტინე ფარნაოზის ძე (5. XI. 1906, ქუთაისი, – 13. XI. 1968, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1966), საქართვ. დამს. ეკონომისტი (1968). 1928 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. მუშაობდა საქართვ. ცენტრ. სტატისტ. სამმართველოში (ცსს) სტატისტიკოსად (1928), „საქვაჭრობაში“ ეკონომისტად, საქართვ. თევზის მრეწვ. სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე (1929–36), კვების მრეწვ. სამინისტროში საგეგმო-ეკონ. განყ-ბის უფროსად (1936–57), იყო ამ სამინისტროს კოლეგიის წევრი (1949–53).
1945-იდან შეთავსებით, ხოლო 1957-იდან ძირითადად მუშაობდა თსუ-ში სახ. მეურნ. დაგეგმვის კათედრაზე, 1965–66 იყო მრეწვ. და სოფ. მეურნ. კათედრის დოცენტი, 1966–68 საქართვ. საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახ. მეურნეობის ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (სმედსი) უფრ. მეცნ. მუშაკი. გ-ს გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, სამეცნ. სტატიები, დამხმარე სახელმძღვანელოები და სხვ. მისი სამეცნ. კვლევის სფერო იყო მრეწვ. ეკონომიკა, საქართვ. ჩაის მრეწვ. ეკონომიკა. იყო თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტისა და სმედსის სამეცნ. საბჭოს წევრი, რესპ. პროფკავშირების ეკონ. კომისიის თავ-რე, საქართვ. ცსს სამეცნ.-მეთოდური საბჭოს წევრი და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ამოცანათა კრებული წარმოების დაგეგმვისათვის სამრეწველო საწარმოებში, თბ., 1963; სამრეწველო საწარმოს ორგანიზაციის და დაგეგმვის კურსის პროგრამა, თბ., 1963 (რედ.); სამრეწველო საწარმოს ორგანიზაციისა და დაგეგმვის ტერმინოლოგია, თბ., 1971 (შემდგ. კ. გაბუნია).
პ. გარუჩავა