გაბუნია ლეონიდე (ლეო) კალისტრატეს ძე (13. IX. 1920, ირკუტსკი, – 8. V. 2001, თბილისი), პალეონტოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1969; წ.-კორ. 1961). გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1954), პროფესორი (1959). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტი (1943). 1947–50 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გეოლ. და მინერალოგიის ინ-ტში, 1950–57 – ამავე აკად. პალეობიოლ. სექტორში. 1957-იდან განაგებდა საქართვ. მეცნ. აკად. პალეობიოლ. ინ-ტის ხერხემლიანთა პალეობიოლ. განყ-ბას. 1977–88 ამავე ინ-ტის დირექტორი. 1976-იდან საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის წევრი და ბიოლ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი, 1988-იდან საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოს-მდივანი. მრავალი გამოკვლევა მიუძღვნა ყოფ. სსრკ ჰიპარიონულ ფაუნას, კავკ. ოლიგოცენურ, შუა მიოცენურ და აღმ. ყაზახეთის ეოცენურ ხერხემლიანებს, აგრეთვე მესამეული ძუძუმწოვრების ფაუნათა ბიოსტრატიგრაფიულ კორელაციას, პლიოცენურ მოლუსკებს, კაინოზოური ერის გეოქრონოლოგიას და სხვ. გამოქვეყნებული აქვს შრომები პალეონტოლ. თეორ. პრობლემებზე, პალეოანთროპოლოგიაში, პალეოიქნოლოგიაში და მეცნ. ისტ. საკითხებზე. ბენარის ოლიგოცენური ხერხემლიანების გამოკვლევისათვის (1964) მიენიჭა მოსკ. ბუნებისმეტყველთა საზ-ბის საპატიო დიპლომი (1966). პალეონტოლ. ექსპედიციებს ხელმძღვანელობდა ყუბანისპირეთსა და აღმ. საქართველოში. მან პირველმა აღწერა ნეანდერტალელთა ნაშთები კავკასიაში და გამოიკვლია დას. ევრაზიის უძველესი ჰომინიდის – დმანისის ადამიანის ქვედა ყბა.
გ. იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნ. საბჭოს წევრი და ბიოლ. სამეცნ. საბჭოს თავ-რე. საქართვ. მეცნ. აკადემიის სამეცნიერო-პოპულარული სერიის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე (1986), ხმელთაშუა ზღვის ნეოგენის სტრატიგრაფიის საერთაშ. კომიტეტის აღმასრ. საბჭოს წევრი (1971), ადამიანის პალეონტოლ. საერთაშ. ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი (1982), მესამეულსა და მეოთხეულს შორის საზღვრის დამდგენი საერთაშ. ქვეკომისიის ვიცე-პრეზიდენტი (1974), საქართვ. გეოლ. საზოგადოების პრეზიდენტი (1977–81), საფრ. გეოლ. საზ-ბის ნამდვილი წევრი (1967), აშშ-ის ხერხემლიანთა პალეონტოლ. საზ-ბის წევრი (1972) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ღირსების ორდენის მფლობელი (1997). გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა სახელმწიფო პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1992–2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის – „დმანისელი ადამიანის ადგილი ადრეულ ჰომინიდებს შორის, მისი მატერიალური კულტურა და ბუნებრივი გარემო“ (ა. ვეკუასთან, დ. ლორთქიფანიძესთან, მ. ნიორაძესთან ერთად).
თხზ.: ძუძუმწოვართა ისტორიაში ევოლუციური პროგრესი, კრ.: ევოლუციური პალეობიოლოგიის ზოგადი საკითხები, [ტ.] 3, თბ., 1967; ძველი ხერხემლიანების სამყაროში, თბ., 1987; К истории гиппарионов (по материалам из неогена СССР), М., 1959; Бенарская фауна олигоценовых позвоночных, Тб., 1964; Вымирание древних рептилий и млекопитающих, Тб., 1969; Беломечетская фауна ископаемых позвоночных, Тб., 1973; Луи Долло, М., 1974; Наземные млекопитающие, წგ.: Неогеновая система, М., 1986.