გაბუნია ნოდარ ალექსანდრეს ძე (23. IV. 1936, სოფ. ამაღლება, ვანის მუნიციპალიტეტი), მეცნიერი მექანიზაციის დარგში. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1994), ტექ. მეცნ. დოქტორი (1991). დაამთავრა ქუთ. სას.-სამ. (ამჟამად საქართვ. სუბტროპ. მეურნ.) ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტი (1958). მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტში ავტომობილებისა და ტრაქტორების კათედრაზე უფროს მასწავლებლად. 1962–68 იყო კ. ამირაჯიბის სახ. მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ჩაის მოვლა-მოყვანის კომპლექსური მექანიზაციის საპრობლემო ლაბორატორიაში მანქანათა თეორ. და ექსპერ. კვლევის განყ-ბის გამგის მოადგილე, 1968–71 – ჩაის კრეფის მექანიზაციის განყ-ბის გამგე. 1971–86 მუშაობდა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანათა სრულიად საკავშირო სათავო სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო ტექნოლ. ინ-ტში („Вниигорсельмаш“) ჯერ ჩაის საკრეფი მანქანების განყ-ბის გამგედ, შემდეგ – დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში, 1986–92 – ამავე ინ-ტის მეთაურობით შექმნილი სამეცნ. საწარმოო გაერთიანების „საქსოფლმანქანმშენის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ. 1992-იდან საქართვ. სას.-სამ. მანქანათმშენებლობის სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო-ტექნოლ. ინ-ტის („საქაგრომანქანა“) გენერალური დირექტორის პირველი მოადგილეა. გ-ს სამეცნ. შრომებისა და გამოგონებების ძირითადი მიმართულებებია: ჩაის მოვლა-მოყვანის შრომატევადი პროცესების, აგრეთვე სამთო მიწათმოქმედების მექანიზაცია; ფერდობმავლებისა და სხვა სას.-სამ. ტექნიკის ავტომ. სტაბილიზაციისა და მართვის სისტემები; მცირეგაბარიტიანი სას.-სამ ტექნიკისა და მცირემექანიზაციის საშუალებების კვლევა და სხვ. გ-ს გამოგონებები დანერგილია წარმოებაში. არის სოფ. მეურნ. მექანიზაციის, ელექტრიფიკაციის, ავტომატიზაციისა და სას.-სამ. მანქანათმშენებლობის სამეცნ. საექსპერტო საბჭოს თავ-რე (1993), სას.-სამ. ტექნიკის საერთაშ. გამოფენების არაერთგზის მონაწილე. დაჯილდოებულია რამდენიმე ოქროსა და ვერცხლის მედლით.
თხზ.: Машины для возделывания и сбора чая. Учебное пособиеб Тб., 1991 (თანაავტ.: ო. თევდორაძე, თ. ჭეიშვილი).