გაგარა ვასილი იაკობის ძე, XVII ს. რუსი ვაჭარი. ცხოვრობდა ყაზანში, ვაჭრობდა აღმ. ქვეყნებთან. 1634–37 „ცოდვების მოსანანიებლად“ ეგვიპტესა და პალესტინაში იმოგზაურა, გზად კავკასია გაიარა; იყო თბილისშიც. დაცულია გ-ს „მოგზაურობის“ აღწერილობა. კავკ. ისტორიისათვის საინტერესოა თბილ. მოკლე, მაგრამ მკაფიო აღწერა, ცნობები ეჩმიაძინსა და არარატზე. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, გ-ს „მოგზაურობა“ კომპილაციურია.
თხზ.: Адрианова-Перетц В., Хождение в Иерусалим и Египет Василия Гагары, «Сборник Российской публичной библиотеки», 1924, т. 2, в. 1.
ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. По Кавказу, Тфл., 1935.