გაგელი ვარამ (ვაჰრამ) (გ. 1249 ან 1251), XIII ს. I ნახ. საქართველოს დიდებული (დიდი ფეოდალი), ძე გაგელი ზაქარია|ზაქარია გაგელისა, მეფეების ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მსახურთუხუცესი (1212-იდან), გაგის ციხის და მისი მხარის მემამულე-მემკვიდრეობითი მფლობელი. გ. ივანე მხარგრძელთან ერთად ირანში ქართველთა ლაშქრობის ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე იყო. 1220 საგამის (საგიმის) ველზე მონღოლებთან ბრძოლაში სარდლობდა საქართვ. ლაშქრის მარჯვ. ფრთას და თავდაპირველად გამარჯვებაც მოიპოვა. XIII ს. სომეხი ისტორიკოსის კირაკოს განძაკეცის ცნობით, რუსუდანი სამეფოს განაგებდა ივანე, ავაგ, შანშა მხარგრძელებისა და გ-ის მეშვეობით. მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობის დროს თავი შეაფარა ქუთაისს, ხოლო შემდეგ, ისე როგორც სხვა ქართვ. დიდებულები, დაეზავა მათ. მონღ. მმართველობის დროს გ. განაგებდა საქართველოს ერთ-ერთ დუმანს – სომხითს. მონაწილეობდა მონღოლთა წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში.
გ-მა რუმიდან ჩამოიყვანა ულუ დავითი და დიდი როლი ითამაშა მის გამეფებაში, ამის გამო სომეხი ისტორიკოსი გრიგოლ აკანელი ულუ დავითს უწოდებს „ვაჰრამულს“. ულუ დავითმა გ-ს სამამულედ უწყალობა შიდა ქართლში სოფ. ხოვლე. თამარის ისტორიკოსი გ-ს იხსენიებს როგორც „კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯუებულსა“.
ლიტ. იხ. სტ-თან გაგელები.
ნ. შოშიაშვილი