გაგელი ზაქარია, XII ს. II ნახ. და XIII ს. დასაწყ. საქართველოს დიდი ფეოდალი, გაგელები|გაგელთა საგვარეულოს ფუძემდებელი, ბლუ ზაქარიად წოდებული, ძე ვარამ მხარგრძელისა. თამარ მეფემ მას უწყალობა სამამულედ (სამემკვიდრეოდ) გაგი ქურდვაჭრით განძამდე („ქუემოთი სანაპირო“ მხარე), რის შემდეგაც ზაქარია იწოდება გაგელად. გ. მონაწილეობდა ბასიანის ბრძოლა 1203|ბასიანის ბრძოლაში რუმის სულთნის რუქნადინის წინააღმდეგ.
ლიტ. იხ. სტ-თან გაგელები.
ნ. შოშიაშვილი