გაგი

გაგი, ისტორიული პროვინცია (სანაპირო) საქართველოში, ცენტრი – გ-ის ციხე. გ. დაახლ. ემთხვეოდა ძვ. გარდაბნის პროვინციას და XIII ს. დასაწყისისათვის მოიცავდა ტერიტორიას მდ. დებედიდან ქ. შამქორამდე (აზერბაიჯანი), მდ. მტკვარსა და განჯის მთებს შორის. გ-ის პროვინციაში მოხდა საქართვ. ლაშქრის პირველი ბრძოლა მონღოლებთან, რ-თაც მალე დაიკავეს გ-ის ციხე.