გაგიდის ტბა, ტბა გალის მუნიციპალიტეტში სამურზაყანოს დაბლობზე, ზედაპირის ფართ. 0,03 კმ², აუზის ფართ. 3,2 კმ², მაქს. სიღრმე 2 მ. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ერთვის სამი პატარა ნაკადი. ნაპირები ლელქაშიანია. მდიდარია თევზით (კობრი, ლოქო და სხვ.).