გაგლოითი ზინაიდა ალექსანდრეს ასული

გაგლოითი (გაგლოევა) ზინაიდა ალექსანდრეს ასული (15. XII. 1915, სოფ. ვანელი, ახლანდ. ჯავის მუნიციპალიტეტი, – 5. VII. 1987, ცხინვალი), ოსი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1957). 1933–35 სწავლობდა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1941 დაამთავრა ლენინგრ. ა. ოსტროვსკის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იმავე წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახ. თეატრში (ოსური დასი) მოღვაწეობდა. წარმატებით ასრულებდა როგორც ტრაგიკულ, ისე კომ. როლებს. გამოირჩეოდა მშვენიერი გარეგნობით, სიწრფელით, ტემპერამენტით. როლებიდან აღსანიშნავია დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო“), ბეატრიჩე, მირანდოლინა (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, „სასტუმროს დიასახლისი“), კატერინა (ა. ოსტროვსკის „ჭექა-ქუხილი“), ასიათი (ე. ბრითაევის „ორი და“), მაია (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), ლუიზა (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ფატიმა (დ. თუაევის „ფატიმა“), დუნია (კ. ხეთაგუროვის „დუნია“), აზაუ (გ. ფლიევის „ჩერმენი“) და სხვ.

შ. ცუცქირიძე