გაგოშიძე ვალერიან სერგოს ძე (15. II. 1916, ქუთაისი, – 2006, თბილისი), არქიტექტორი. არქიტეტურის კანდიდატი (1953), პროფესორი (1988). დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინ-ტი (1941). II მსოფლიო ომის მონაწილე. მუშაობდა საპროექტო ინ-ტებში: „საქსახპროექტი“ (1945–48, 1953–54, 1968–80), „ქალაქმშენსახპროექტი“ (1964–68). ერთდროულად 1954-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. ტექ. უნ-ტში არქიტექტურის ფაკ-ტზე. ავტორია რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელოსი და წიგნისა, მეცნ. შორმებისა და გამოგონებისა. ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრ. სახლები თბილისში – კანდელაკის ქუჩაზე (1966), ჩიქოვანის ქუჩაზე (1967), ფალიაშვილის ქუჩაზე (1986; ამხანაგობა „მწერალი 215“) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: საცხოვრებელი სახლების დაპროექტება, თბ., 1971; Проектирование экономичных квартир и секций в условиях Юга, Тб., 1961; Древнейшие и современные жилые дома Грузии и их прогрессивные архитектурно-планировочные и конструктивные решения, Тб., 1986.
ს. კინწურაშვილი