გაგოშიძე თამარ შოთას ასული (დ. 13. III. 1959, თბილისი), ფსიქოლოგი, ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998). სწავლა დაიწყო თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტზე და დაასრულა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. უნ-ტის ამავე ფაკ-ტზე ნეირო-და პათოფსიქოლ. განხრით (1980). მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტში (1985‒87). 1988-იდან თსუ-ის თანამშრომელია, სადაც მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა პირველი სამაგისტრო პროგრამა ‒ კლინიკური ნეიროფსიქოლოგია. 2014-იდან ფსიქოლ. ფაკ-ტის დეკანია. პარალელურად მუშაობს ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინ-ტში, სადაც განახორციელა სხვადასხვა სახის დარღვევების ნეიროფსიქოლ. დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის პროგრამები. გ-ის სადოქტორო დისერტაცია პარკინსონიზმის ფსიქოლ. პრობლემებს ეხებოდა. კოლეგებთან ერთად დააფუძნა ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაცია (1997). 1999-იდან გ. მუშაობს ბავშვთა განვითარების დარღვევებზე. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა განვითარების დარღვევების შესაფასებელი ქართულენოვანი ნეოროფსიქოლ. სისტემა. მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი ნეიროფსიქოლ. რეაბილიტაციის მიმართულებით. გ-ის ხელმძღვანელობით 2009 ამოქმედდა ბავშვთა ადრეული განვითარების დარღვევების პრევენციის სახელმწიფო პროგრამა. გ. აქტიურად მონაწილეობს საერთაშ. კონფერენციების მუშაობაში, ეწევა ნაყოფიერ კვლევით, პედაგოგიურ, პრაქტიკულ და საორგანიზაციო საქმიანობას.
თხზ.: ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები. თბ., 2007; ინკლუზიური განათლების პრინციპები (თანაავტ.). თბ., 2009; Autism and equine therapy / International handbook: Man and Horse. All about hyppo/ridetherapy. ed. D. Tsverava., TMI, 2011; Cognitive functions of children exposed to antiepileptic drugs in utero – Study in Georgia. Together with: S. Kasradze, G. Lomidze, Sh. Mamukadze, N. Tatishvili, Tompson T. // Epilepsy and Behaviour, 2017, 66.
ი. იმედაძე