გაგოშიძე მიხეილ სერგის ძე

გაგოშიძე მიხეილ სერგის ძე [27. XII. 1903 (9. I. 1904), ბათუმი, – 5. I. 1988, თბილისი], მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1956), სსრკ სოფ. მეურნ. (ამიერკავკ. განყ-ბის) მეცნ. აკად. წ.-კორ. (1957), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1979). 1930 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი. გ-მ ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა მთის ღვარცოფული ნაკადების ფორმირების საკითხი. 1932–47 მუშაობდა ამიერკავკ. წყალთა მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სამთო მელიორაციის განყ-ბის გამგედ, 1947–68 – საქართვ. მეცნ. აკად. ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორად. 1957 აირჩიეს მელიორაციისა და დრენაჟის საერთაშ. კონგრესის ეროვნული კომიტეტის წევრად. იყო საქართვ. მინისტრთა საბჭოს მეცნ. და ტექ. სახელმწ. კომიტეტთან არსებული სამთო ეროზიის, ღვარცოფული ნაკადებისა და მათთან ბრძოლის ღონისძიებათა შემსწავლელი მუდმივი კომისიის თავ-რე, 1980-იდან გარდაცვალებამდე – პროფესორ-კონსულტანტი საქართვ. ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ინ-ტში. საფუძველი ჩაუყარა მთიური ჩამონადენების ბუნების შესწავლისა და მასთან ბრძოლის მეთოდების კვლევის ახ. პროგრ. სკოლას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: საფეხურისებრი ტერასების დაპროექტება, თბ., 1965; Понятие «сели» и их гидрологическая природа, წგნ.: Селевые потоки и меры борьбы с ними, М., 1957; Селевые явления и борьба с ними, Тб., 1970.

ფ. შატბერაშვილი