გიორგი II გურიელი (გ. 1600), გურიის მთავარი 1566–83 და 1587–1600, როსტომ გურიელის ძე.
მის დროს გურიის სამთავრომ შეიერთა საჯავახოს ნაწილი, ე. წ. „გურიის საჯავახო“. ირან-ოსმალეთის 1578–90 ომის დროს, 1581, გ. II გ. იძულებული გახდა ოსმალებს დამორჩილებოდა და იმერეთის მეფესთან ერთად ქართლი დაელაშქრა. 1583 მამია IV დადიანის მიერ დამარცხებული გ. II გ. სტამბოლში გაიქცა. 1587 ოსმალთა ჯარის შემწეობით კვლავ გაბატონდა.
ლიტ.: იხ. სტ-თან გ ი ო რ გ ი V გ უ რ ი ე ლ ი.
ქ. ჩხატარაიშვილი