ბითაძე მიხეილ ალექსის ძე

ბითაძე მიხეილ ალექსის ძე [7 (20). VII. 1903, ხაშური, ‒ 9. XII. 1983, ქ. კოლომნა, მოსკ. ოლქი], ნაგებობათა ფუძესაძირკვლების მშენებლობის სპეციალისტი. ლენინური პრემიის ლაურეატი (1966).

დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1931). მუშაობდა თბილ. სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციებში, საქართვ. გზატკეცილების სამმართველოში (1936), თბილ. სატყეო-ტექ. ინ-ტში (1937). მონაწილეობდა ქ. ნორილსკში (1938-იდან) მარად გაყინულ გრუნტებზე მკაცრ კლიმ. პირობებში ნაგებობათა საძირკვლების რაციონალური კონსტრუქციების დამუშავებასა და დანერგვაში.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.