ბიისი

ბიისი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ბოშურის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ტანის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1080 მ, გორიდან 24 კმ. 30 მცხ. (2014).

ბ. საკურორტო ადგილია (მინერ. წყლები). სოფლის მახლობლად შემორჩენილია შუა საუკ. ეკლესიის ნანგრევები.