ბირთვისი, ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდ. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი).
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI ს-ში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ თბილ. ამირა შეიპყრეს და ბ. ჩამოართვეს. ბ. აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელი კი პოლიტიკურად ბატონობდა მთელ ალგეთის ხეობაზე. მიუვალ კლდეებს შორის შექმნილი ბუნებრივი სიმაგრე დაცულია ციხის კედლებით და დაახლ. 1 კმ² მოიცავს.
ყველაზე მაღალ კლდეზე დგას კოშკი „შეუპოვარი“. ციხის მისასვლელი ჩაკეტილია კარიბჭით. ნანგრევებს შორის, თავდაცვით ნაგებობათა გარდა, ჩანს საცხოვრ. და სამეურნეო დანიშნულების შენობები და წყალსაცავი. გვიანდ. შუა საუკუნეებში ბ. ბარათაშვილების ფეოდ. საგვარეულოს ეკუთვნოდა.
ლიტ.: ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., სამშობლოს გუშაგები, თბ., 1965.
თ. თოდრია