ბირკაია ქეთევან არჩილის ასული (2. V. 1929, თბილისი,‒), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1985). არქიტ. დოქტორი (1989).
დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1954), იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1954–58). 1954–59 მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში“, 1964-იდან – ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. ბ-ს სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებაა კლიმატისა და საცხოვრებლის არქიტექტურის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები–საცხოვრებლის რეგიონალური არქიტ. თავისებურებები და ინდივიდუალიზაცია, საქართვ. და ამიერკავკ. სამშენებლო კლიმ. დარაიონების მეთოდიკა, მაკრო, - მეზო - და მიკროკლიმატის მახასიათებლების შესაბამისი ზონირების, დარაიონებისა და მიკროდარაიონების ორიგინ. იერარქიული სისტემის დადგენა, ამიერკავკ. ყველა ქვერაიონისათვის ჰელიოარქიტექტურის შექმნის პერსპექტიული განვითარების მიზანშეწონილობა და ა. შ. იყო მთელი რიგი განხორციელებული საპროექტო წინადადების საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი ან მონაწილე.
თხზ.: К вопросу строительно-климатического зонирования территории СССР, М., 1974; Микроклимат и тепловая характеристика окружающей человека среды в больших городах Грузинской ССР, Тб., 1976; Архитектура домов повышенной этажности республик Закавказья, Тб., 1980.
ს. კინწურაშვილი