ბისთი

ბისთი (სპარს. ბისთ – ოცი), XV – XVIII სს. ირანული ფულის ერთეული.

შეიცავდა 20 დინარს. XVI ს-ში იჭრებოდა ვერცხლისაგან. მასა 0,93 გ. XVII – XVIII სს. ბ. იქცა ირან. სპილენძის საქალაქო ფულის ძირითად ერთეულად. იჭრებოდა ნახევარი და მეოთხედი ბ-ის ღირებულების მონეტებიც. ცნობილია თბილისის ზარაფხანაში მეფე ერეკლე II-ის დროს მოჭრილი ბ.

ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე  ს., საფასის ისტორიისათვის საქართველოში, «საისტორიო მოამბე», 1925, წგ. 1; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია. ტფ., 1925; П а х о м о в  Е. А., Вес и достоинство медной монеты Тифлиса XVII – XVIII вв., Баку, 1928.

თ. ქუთელია