ბიუსი ევგენი ივანეს ძე

ბიუსი ევგენი ივანეს ძე [20. V (1. VI). 1885, იურიევი (ახლანდ. ტარტუ), – 15. VI. 1969, თბილისი], გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946).

1911 დაამთავრა იურიევის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი; მუშაობა დაიწყო იქვე ასტრონ. ობსერვატორიაში. ბ. სამხრ. კავკასიაში თანამედროვე სეისმური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორია. 1912–20 იყო ბაქოს სეისმური სადგურის, 1921–23 – თბილ. სეისმური სადგურის გამგე. 1933-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გეოფიზ. ინ-ტში, სადაც ხელმძღვანელობდა სეისმოლოგიურ სამუშაოებს.

ბ-ის ძირითადი შრომები ეხება სამხრ. კავკ. ტერიტ. სეისმურობის საკითხებს. მისი გამოკვლევები საფუძვლად დაედო სამხრ. კავკ. სეისმურ დარაიონებას და სეისმომედეგი მშენებლობის ნორმების დადგენას. ი. ჯავახიშვილის წინადადებით, საქართველოში ქრისტიანობის შემოღების თარიღის დასაზუსტებლად ჩაატარა IV ს. I ნახ. საქართველოში ხილულ მზის დაბნელებათა პირობების კვლევა.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: მზის დაბნელებათა ხილვადობის პირობები საქართველოში ახ. წ. IV საუკუნის პირველი ნახევრისათვის, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1944, ტ. 5, № 9; Ленинаканские землетрясения 22 октября 1926, Тб., 1943 (თანაავტ. В. Гигинейшвили); Сейсмические условия Закавказья, ч. 1 – 3, Тб., 1948 – 55.

ლიტ.: Б а л а в а д з е  Б. К., Г о ц а д з е  О. Д., Евгений Иванович Бюс (к 100-летию со дня рождения), Тб., 1987 (ახლავს ბ-ის შრომების ბიბლიოგრ.).

ვ. ჯავრიშვილი