ბიყარი

ბიყარი, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ბიყარისა და ქვემო ბიყარის გავრცელებული სახელწოდება.

ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფელთა სიაში და რუკაზე ბ. ორ სოფლად არის აღნიშნული. ბ. მდ. მეჯუდის ხეობაში მდებარეობდა, მთისა და ბარის საზღვარზე. სამხრ-ით მეჯუდის ხეობის ბარია, ჩრდ-ით – მეჯუდის ხეობის მთა, ე. წ. ისროლისხევი.

ვახუშტისავე ცნობით, მთელი ისროლისხევი ბ-მდე ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. ჩანს, ვახუშტის ეს ცნობა ძვ. ვითარებას აღნიშნავს, რამდენადაც XVIII ს-ში მთელი გვერდისძირი (ისტ. თემი, რ-იც ვრცელდებოდა მდ. მეჯუდიდან მდ. პატარა ლიახვამდე) ქსნის ერისთავთა მფლობელობაში იყო.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ჯ. გვასალია