ბიძერები

ბიძერები (Byzeres), ძვ. ტომი სამხრ.-დას. საქართველოში.

იხსენიებიან ძვ. წ. IX – VIII სს. ურარტულ წყაროებში „უიტერუ (ხი)-ის“ ან „უიტირუ (ხი)-ის“ ფორმით. ებრძოდნენ ურარტუს. მეფე სარდური II-მ ბ-ის ქვეყანა (შესაძლოა, მისი ერთი ნაწილი) თავისი სამეფოს პროვინციად აქცია (ააგო აქ ციხესიმაგრე და დანიშნა თავისი ნაცვალი).

ძვ. ბერძნ. წყაროების მიხედვით ბ. ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპიროს მახლობლად, მდ. ჭოროხის სამხრ-ით, ნაწილობრივ კი პონტოს მთებშიც. ამ ტომის სახელი შემორჩა ისტ. საქართველოს ერთ-ერთ ოლქსა და მის ცენტრს – ოძრ (ა)ჴეს, რ-იც ახლანდ. დაბა აბასთუმნის მიდამოებში მდებარეობდა.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.

გ. მელიქიშვილი