ბიწაძე ბადრი რევაზის ძე (დ.24. IV. 1960, სოფ. ცხრუკვეთი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი), იუსტიციის გენერალ-მაიორი (1998).
საქართვ. მთავარი სამხ. პროკურორი, (1997-2001), დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1984), 1991- მართლწესრიგისა და კანონიერების განმტკიცების პრობლემების საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ასპირანტურა, 1992-იდან - იურიდ. მეცნ. კანდიდატი 1984-იდან. მუშაობს პროკურატურის სისტემაში.
1987 იყო თბილ. პროკურატურის საერთო ზედამხედველობის განყ-ბის 1988 - თბილ. პროკურატურის საგამოძიებო განყ-ბის პროკურორი, 1991-92- საქართვ. რესპ. პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს, 1992‒96 - თბილისის კრწანისის რ-ნის, 1996-97- ნაძალადევის რ-ნის პროკურორი, 2001-03 – საქართველოს გენ. პროკურორის I მოადგილე.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1997) და მედლებით.
ლ. დოლიძე