ბიჭვინთის განძი, ძვ. წ. XV – XIV სს. ბრინჯაოს ცულების განძი, აღმოჩენილი 1935, ბიჭვინთის მახლობლად სოფ. ლიძავაში (გაგრის ზონა).
შეიცავს ორი სახეობის კოლხურ ცულებს, აგრეთვე ადრინდ. ტიპის ბრინჯაოს ცულს, რ-იც კოლხური ცულის პროტოტიპადაა მიჩნეული. დაცულია აფხ. სახელმწ. მუზეუმში.
ლიტ.: ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; И е с с е н А. А., К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе, «Известия Гос. Академии истории материальной культуры», 1935, в. 120.
დ. ქორიძე