ბიჭვინთის კონცხი

ბიჭვინთის კონცხი, კონცხი შავი ზღვის სანაპიროზე, მდ. ბზიფის შესართავის მახლობლად.

აგებულია უმთავრესად მდინარის ალუვიური ნალექებით. უკავია ნაწილობრივ დაჭაობებული ვაკე-დაბლობი. სიმაღლე 1,5 – 3 მ. ვაკის ერთფეროვნებას არღვევს ქვიშის დიუნები, ბორცვები. კონცხზე არის ინკითის ტბა. ხარობს რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვი (იხ. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი) და ბზის იშვიათი კორომი.

კონცხზე არის კურ. ბიჭვინთა.

ზ. ტატაშიძე