გაგუა გრიგოლ ათანასეს ძე (3. XII. 1915, ფოთი, – 19. VIII. 2002, ქობულეთი), ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1948). გამოდიოდა ფოთის „ვოდნიკის“ (1930–32), ფოთის „დინამოს“ (1933–34), თსუ (1935) გუნდებში. 1935–50 თბილ. „დინამოში“ იყო, რ-ის შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატებზე ჩაატარა 155 მატჩი (გაიტანა 2 გოლი). მონაწილეობდა 8 საერთაშ. შეხვედრაში. იყო სსრკ ჩემპიონატების ორგზის (1939, 1940) ვერცხლის და სამგზის (1936, 1946, 1947) ბრინჯაოს პრიზიორი. გამოირჩეოდა ჩინებული ფიზ. მონაცემებით, ენერგიული, გაბედული თამაშით, მოწინააღმდეგის პერსონალური მეურვეობით, გამოდიოდა დაცვაში და ნახევარდაცვაში. 1958 იყო თბილ. „დინამოს“ მწვრთნელი, მუშაობდა „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის უფროს მწვრთნელად.