გადამში

გადამში, სოფელი ონის მუნიციპალიტეტის სორის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), კუპრის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. სართაულის (რიონის მარჯვ. შენაკადი) ზემოთში. ზ. დ. 1000 მ, ონიდან 24 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს. სოფელში არის მინერ. წყარო.

წყაროებში პირველად XIV ს-ში იხსენიება „გადაჴშის“ სახელით. XX ს. 30-იან წლებამდე გ-ში იდგა რიყის ქვით ნაგები რამდენიმესართულიანი ოთხკუთხა კოშკი.

თ. ბერაძე