გადიათი (გადიევი) სეკა ქუცირის ძე [1855 ან 1857, სოფ. განისი, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპ., – 21. VII (3. VIII). 1915, ვლადიკავკაზი], ოსი მწერალი, ოსური პროზის ფუძემდებელი. 1905 გამოაქვეყნა ლექსებისა და იგავების პირველი წიგნი. წერდა მოთხრობებს, პუბლიც. წერილებს. ასახავდა გლეხთა ცხოვრებას („ნუგზარ არაგვის ერისთავი“ და სხვ.). მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა ქართულმა ლიტ-რამ. ქართულად დაუწერია ლექსი „ბულბული“.